Friday, November 28, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია.

      მეცხრე დღის რეფლექსიის გაცნობა;
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. კოლეგებმა წარვუდგინეთ ერთმანეთს პრეზენტაციები,
სასწავლო პროექტის (მასწავლებლის და მოსწავლის პრეზენტაციის მოდულები),ვიმსჯელეთ წარმოდგენილი პროექტების განხორციელებაზე რეალურ პირო-
ბებში.
       მივიღეთ ტრენერის და კოლეგების რჩევები და კომენტარები პროექტის უკეთ განვითარებისათვის.
        ტრენინგი იყო ძალზე დატვირთული და ნაყოფიერი. კარგი იქნებოდა მეორე პროექტის შესრულებაც ლალი გიგაურის ხელმძღვანელობით.

Saturday, November 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია

1.მერვე დღის სამუშაო გეგმის გაცნობა;
2. შაბლონის ფასილიტაციის ნიმუშების გაცნობა, მაილზე ტრენერის მიერ; გადმოგზავნილი მასალების მიხედვით;
3. დიფერნცირებულ კითხვარზე მუშაობა;
4. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა;
5. პროექტის პორტფოლიოს განხილვა;
6.პროექტის პორტპოლიოს ატვირთვა Google Drive-ზე
7. მერვე დღის რეფლექსია.

Tuesday, November 11, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

   
 ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დაგეგმვაზე;
 გავეცანით სასწავლო პროექტების ნიმუშებს;
ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმებზე და სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებაზე;
მივიღეთ დავალება შემდეგი კვირისათვის.
 პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესოა;
მე  პროექტებით სწავლებას გამოვიყენებ ყველა თემის შესწავლისას,
რათა მატემათიკის შესწავლა უფრო ხალისიანი გახდეს.

Saturday, November 8, 2014

მეექვსე დღის რსფლექსია

   გავაკეთეთ მოკლე მიმოხილვა რაც შევისწავლეთ;
ვიმუშავე მოსწავლის ნაშრომზე-  საპრეზენტაციო დოკუმენტის შექმნაზე ;
მივიღეთ სასარგელო რჩევები-,ვიმუშავეთ პროექტის შეფასების სტრუქტურაზე და შეფასების სტრატეგიებზე;
მივიღეთ დავალება.

Thursday, November 6, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

      1.  კოლეგების მიერ ბლოგზე წარმოდგენილი მიმართულების მიმცემი კითხვების განხილვა 
           და რჩევების მიცემა;
      2.  მასწავლებლის პრეზენტაციაზე მუშაობა;
      3.  მასწავლებლის პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე( google-draiv-ის გამოყენებით) ;
      4.  მოსწავლის საპროექტო პრეზენტაციის მოდელის შემუშავება, როგორ ააგოს მოსწავლემ
          პრეზენტაცია;
      5. ინტერნეტში მასალების გამოქვეყნების იურიდიული და საავტორო კანონმდებლობის გაცნობა;
      6. ნაშრომზე, პრეზენტაციაზე გამოყენებული წყაროების, ლიტერატურის მითითების სტილის გაცნობა;
      7. მივიღეთ დავალება-სიმულაცია: მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის  შესახებ; 
       8. ინტელ-ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია.

Saturday, November 1, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გამოვაქვეყნეთ პროექტის მიზნები,  მოსწავლეთა ამოცანები და შედეგები,
დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პორტპელიოს პრეზენტაციაზე,
. მივიღეთ დავალება მოვიშველიოთ მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები და დავხვეწოთ ჩვენი კითხვები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა: როგორ დამეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?

თემატური კითხვები:
 როგორ დამეხმარება(  სიმეტრიის  და პარალელური გადატანის) ,გეომეტრიული გარდაქმნის შესწავლა  ყოფა-ცხოვრებაში?

შინაარსობრივი კითხვები:
 
 როგორ დამეხმარება კომპიუტერი გეომეტრიული გარდაქმნის შესწავლაში?  რა არის სიმეტრია ?
    რა არის პარალერული გადატანა?
 მოიყვანეთ სიმეტრიის და პარალელური გადატანის მაგალითები ბუნებასა და ხელოვნებაში?

Friday, October 31, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები

 მოსწავლეები შეძლებენ:

1)  მოიძიონ  სიმეტრიის გამოყენების ნიმუშები
ხელოვნებასა და დიზაინში,
2)   დააკავშირონ სიმეტრიისა და პარალელური გადატანის ნიმუშები ბუნებასა და ხელოვნებაში,
3) ტექნოლოგიების საშუალებით შექმნან და წარმოადგინონ სიმეტრიული ფიგურების გამოყენების მაგალითები.
4)  გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირებას:
.

მესამე დღის რეფლექსია


დავასრულეთ ბროშურაზე მუშაობა ,
შევქმენით შაბლონი, გავეცანით მეორე მოდულზე სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას,
მოგვეცა დავალება მოვიფიქროთ მოსწავლეთა სასწავლო მიზნები,
ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერია, მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.

მეორე დღის რელექსია

  ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი თემის იდეა,
  გავეცანით ჩვენი კოლეგების იდეებს პროექტის შესახებ და გავუგზავნეთ კომენტარები ერთმანეთს.
  მივიღეთ დავალება წავიკითხოთ  პირველი მოდულის სამი თავი

Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა


           "სიმეტრია ის იდეაა,რომლის საშუალებითაც ადამიანი საუკუნეების მანძილზე ცდილობდა  ამოეცნო და შეექმნა წესრიგი, სილამაზე,სრულყოფა"
            ჰერმან ვაილი  (1885-1955 წწ) - გამოჩენილი გერმანელი მათემატიკოსი.

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

1.  გავეცანი ტრენინგის მიზნებს
2. ელექტრონული სახელმძღვანელოდან გავეცანით პროექტებით საგნის სწავლების დადებით მხარეს.
2 შევქმენით 6 საქაღალდე და ბლოგი.
3.მივიღეთ საშინაო დავალება